- ნინიაშვილი TOP 14-ის მელელოვეებში მეორე ადგილს რამდენიმე მორაგბესთან იყოფს
- ლიონს საფრანგეთის საუკეთესო დივიზონში ყველაზე მეტი ლელო აქვს დადებული
დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის ლიონმა TOP 14-ში გასულ კვირას რასინგი დიდი ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრაში სამი ქართული ლელო დაიდო: დავით ნინიაშვილმა ორჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო რასინგის ერთადერთი ლელო გია ხარაიშვილმა დადო.
ნინიაშვილის გუნდი საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე შემტევ რაგბის თამაშობს. ლიონმა მიმდინარე სეზონში 480 ქულა გაიტანა, რაც ლიგაში მეოთხე შედეგია. ლიონმა წელს 56 ლელო გაიტანა და ამით ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი აქვს დაფიქსირებული. რაც შეეხება დავით ნინიაშვილს, მან 11 მატჩში 7 ლელოს გატანა შეძლო და რამდენიმე მორაგბესთან ერთად ბომბარდირებში მეორე ადგილს იყოფს.
TOP 14-ის ბომბარდირთა სიას ეთან დუმორტიე (ლიონი) და ალივერეტი რაკა (კლერმონი) 8-8 ლელოთი ლიდერობენ. ნინიაშვილის მსგავსად 7 ლელო აქვს ჯოშუა ტუისოვას, რომელიც ქართველი მორაგბის თანაგუნდელია. ლიონი 53 ქულით ჩემპიონატში მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ ტულუზას 10 ქულით ჩამორჩება.
კომენტარები