Thumbnail

აშრაფ ჰაკიმის გაუპატიურების საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის მაროკოელ მცველს გოგონა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
  • 24 წლის ფეხბურთელმა ჩვენება მისცა, რის შემდაგაც მას ბრალი წაუყენეს 

პარი სენ-ჟერმენისა და მაროკოს ნაკრების მცველ აშრაფ ჰაკიმის ნანტერის პროკურატურამ გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. 

24 წლის მცველმა 3 მარტს პოლიციაში ჩვენება მისცა, რის შემდეგაც მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. აშრაფს ეკრძალება დაზარალებულ გოგონასთან კონტაქტი, ის სასამართლოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, თუმცა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვების უფლება აქვს.
 
ფაქტის შესახებ ცნობილი 28 თებერვალს გახდა. დაიწერა, რომ პოლიციას 24 წლის გოგონამ მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ფეხბურთელმა, მისი პროტესტის მიუხედავად, მასზე სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა. გოგონას მაროკოელისთვის ჩივილი არ სურდა, თუმცა სამართალდამცველებმა ფაქტის შესახებ ხელმძღვანელობას აცნობეს და საბოლოოდ, საქმით პროკურატურა დაინტერესდა. 

თავად ჰაკიმიმ და მისმა ადვოკატმა ბრალდება უარყვეს, პარი სენ-ჟერმენმა კი თავის ფეხბურთელს თანადგომა გამოუცხადა. 

აშრაფ ჰაკიმი პსჟ-ში 2021 წელს ინტერიდან, 67 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა მცველად მიიჩნევა. კატარში გამართულ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ფეხბურთელმა მაროკოს ნაკრებთან ერთად ნახევარფინალში გააღწია. 

კომენტარები

ბოლო ამბები