Thumbnail

მაისაშვილმა შემადგენლობა დაასახელა - საქართველო რუმინეთისთვის მზადაა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა რუმინეთისთვის შემადგენლობა დაასახელა
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ანთიმოზ ივერიელის მე-16 თასისთვის იბრძოლებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა რუმინეთის ნაკრებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ''ბორჯღალოსნები'' 5 მარტს რუმინეთთან ''ანთიმოზ ივერიელის თასისა'' და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ.

საქართველო პირველად თამაშობს ფლეი ოფს. აქამდე რაგბი ევროპის ჩემპიონი ერთწრიანი (5 ტური) ტურნირის შედეგად ვლინდებოდა და ბორჯღალოსნებმა ტიტული 14-ჯერ მოიგეს, წელს კი ორგანიზატორებმა ფორმატი შეცვალეს, იმ მოტივით, რომ ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მეტოქეებს თასის მოპოვების მეტი შანსი ჰქონდეთ.

საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრა ''ავჭალაზე'' 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები ანთიმოზ ივერიელის თასის მე-16-ედ მოგებას ეცდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 35 კეპი, 10 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 28 კეპი, 30 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 32 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 44 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 80 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 27 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 34 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 20 კეპი, 25 ქულა);

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 19 კეპი, 43 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 26 კეპი, 120 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 45 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 91 კეპი, 75 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 105 კეპი, 85 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 40 კეპი, 322 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 73 კეპი, 73 ქულა);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 95 კეპი, 55 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 8 კეპი), 18. გურამ პაპიძე (პო, 7 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 8 კეპი, 5 ქულა), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 38 კეპი, 50 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 43 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 5 კეპი, 34 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 23 კეპი, 5 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები