- მეცის მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ გუნდის ბომბარდირზე ისაუბრა
- რუმინელი სპეციალისტი გიორგი მიქაუტაძისგან გაცილებით მეტს ელოდება
- 'შეუძლებელია არაფერია' - გიორგი მიქაუტაძე მეცზე, ნაკრებზე, ფანებსა და ხინკალზე
მეცის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 12 გოლით საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირია, მისი გუნდი კი ჩემპიონატის ლიდერებს კვალში უდგას და ელიტაში აღზევებისთვის იბრძვის.
მეცს მომდევნო ტურის მატჩი სტუმრად ანესისთან უწევს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ კი თამაშის წინ 22 წლის ქართველ თავდამსხმელზე ისაუბრა.
"გიორგი მიქაუტაძე მაგარ სეზონს ატარებს, თუმცა არის რაღაცები, რასაც გამოსწორება სჭირდება. ჩვენ საკმაოდ ახლო ურთიერთობა გვაქვს და თამამად შემიძლია, ის გავაკრიტიკო და შევაქო კიდეც. ასეთი ურთიერთობა გვეხმარება, რომ ერთმანეთს უკეთესად გავუგოთ.
გიორგის ჯერ კიდევ ბევრი უკლია იმ დონემდე, რომ სეზონში 30 გოლი გაიტანოს. ის ვალდებულია და გააგრძელებს კიდეც სრულყოფისთვის მუშაობას. განსაკუთრებით, სივრცის სწრაფად ათვისების, ასეევე - ბურთის შენარჩუნების კუთხით. ის სულ 22 წლისაა და ამ ელემენტების გამოსწორებაზე მუშაობას კიდევ მოასწრებს", - თქვა 69 წლის რუმინელმა სპეციალისტმა.

ამ დროისთვის მეცს 41 ქულა აქვს და ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. პირველ-მეორე ადგილებს, რომლებიც ელიტის საგზურს იძლევიან, ლე ავრი (52 ქულა) და ბორდო (45) იკავებენ, მესამე კი სოშოა (44). გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონატის 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ლიგის საუკეთესო ბომბარდირია (სენტ ეტიენის ფორვარდ ჟან-ფილიპ კრასოსთან ერთად).
კომენტარები