Thumbnail
  • დინო ძოფი ფიქრობს, რომ ნაპოლის შთამბეჭდავი სეზონი აქვს
  • იტალიელიმა მეკარემ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზეც ისაუბრა

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, დინო ძოფმა ნაპოლის შესახებ ისაუბრა. როგორც 81 წლის ვეტერანმა მეკარემ აღნიშნა, ლუჩანო სპალეტის გუნდმა ისეთი რამ გააკეთა, რაც მანამდე არასდროს უნახავს.

"არ მახსენდება ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის ამხელა სხვაობა მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. ისეთი რამ მოხდა, რაც აქამდე არასდროს მინახავს და ეს შთამბეჭდავია", - აღნიშნა დინომ.

იუვენტუსისა და ნაპოლის ყოფილ მეკარეს ასევე ჰკითხეს, ითამაშებდნენ თუ არა, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი მაღალ დონეზე სხვა ეპოქაში: "მათნაირი ფეხბურთელები ფეხბურთის ნებისმიერ ეპოქაში განსხვავებას მოახდენდნენ, მათ შორის, გადამწყვეტი იქნებოდნენ ძველ ფეხბურთშიც".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები