Thumbnail

4 მარტს ფრანგული ლიგა 2-ის 26-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცი სტუმრად ანესის ეთამაშება, რომელმაც ახლახან საფრანგეთის თასიდან მარსელი გამოთიშა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეცის ფეხბურთელებიდან ქართველი ფორვარდი შეირჩა. 

გიორგი ანესისთან მატჩისთვის ემზადება

გიორგი მიქაუტაძე (მეცი): "ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა და გუნდთან ერთად ლიგა 1-ში გადასვლა. რა თქმა უნდა, ბომბარდირობა მსურს, რადგან ინდივიდუალური სტატისტიკა ძალზე მნიშვნელოვანია. თუ მეცი ელიტაში დაბრუნდება, სიამოვნებით დავრჩები გუნდში. რატომ არ უნდა დავრჩე? რაც შეეხება სხვა ჩემპიონატებს, ადრეც მითქვამს, რომ ინგლისის პრემიერლიგა მომწონს. 
მეცში ჩემი სტატუსი ცოტა შეიცვალა, ახლა ხალხი ქუჩაშიც მცნობს. ნიმთან მატჩის შემდეფ ფანების ოვაციები განსაკუთრებით სასიამოვნო იყო".

შეგახსენებთ, რომ 22 წლის გიორგი მიქაუტაძე 12 გოლით (24 მატჩში) ლიგა 2-ის თანაბომბარდირია (სენტ ეტიენის ჟან-ფილიპ კრასოსთან ერთად). მეცი 41 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ლიგა 1-ში ორი საუკეთესო გუნდი გადადის. 

კომენტარები

ბოლო ამბები