Thumbnail

ბრინჯაო Trophée Luxardo-ზე - სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს თასზე იასპარეზა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სანდრო ბაზაძემ იტალიურ პადოვაში მსოფლიოს თასზე მე-3 ადგილი დაიკავა
  • ამ სეზონში სანდრომ 5 ტურნირზე იასპარეზა და ყველგან მედალი მოიპოვა

სანდრო ბაზაძემ პადოვას (იტალია) მსოფლიოს თასზე (Trophée Luxardo) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. FIE-ს რეიტინგით საუკეთესო ხმლით მოფარიკავემ პირველ წრეში უნგრელ დარდო ჰორვატს 15:13 მოუგო. მეორე წრეში ქართველის მეტოქე კვლავ უნგრელი იყო, ტამაშ დეჩში, ბაზაძემ ეს დუელი 15:11 მოიგო. 

ძალზე დაძაბული გამოდგა 1/8 ფინალი კორეელ დო გიენდონთან, რომელიც საბოლოოდ სანდროს გამარჯვებით დასრულდა - 15:14. მეოთხედფინალში სანდრომ მინისასწაული მოახდინა, გერმანელ მატიას საბოსთან 6:14-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ ზედიზედ 9 შედეგიანი დარტყმით დუელი 15:14 მოიგო! ამით ქართველმა მედალი გაინაღდა. 

სამწუხაროდ, ქართველი მოფარიკავე ნახევარფინალში მასპინძელ მიკელე გალოსთან ნახევარფინალში დამარცხდა - 14:15 და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. მეორე ფინალისტი ყაზახი არტიომ სარქისიანია. ბრინჯაოს მედალი სანდროსთან ერთად იტალიელმა ჯოვანი პერეტიმ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ 29 წლის სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მას 247 ქულა აქვს. აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ 2022/23 წლების სეზონში ხუთ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა, აქედან ოთხის ფინალში გავიდა. ალჟირისა და ტუნისის მსოფლიოს თასებზე ჩემპიონი გახდა, ვარშავის მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ასეთივე შედეგი ჰქონდა ორლეანის გრან პრიზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები