Thumbnail
  • არგენტინელ სუპერვარსკვლავს პსჟ-სთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება
  • 35 წლის თავდამსხმელის მიწვევა საუდის არაბეთის ალ იტიჰადს სურს
  • ჯიდას კლუბი ლეო მესის წელიწადში 94 მილიონ აშშ დოლარს სთავაზობს

საუდის არაბეთში მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს მიწვევით არ კმაყოფილდებიან, რომელიც ზამთრიდან მოყოლებული, ალ-ნასრის ღირსებას იცავს. ამ ქვეყნის სხვა კლუბს, ალ-იტიჰადს, თავის რიგებში ლიონელ მესის ხილვა სურს და ამისთვის მზადაა, ზღაპრული თანხაც გაიღოს.

Marca-ს ინფორმაციით, ალ-იტიჰადის წარმომადგენლები არგენტინის ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავის უახლოეს გარემოცვას დაუკავშირდნენ და კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის თანახმად, ქალაქ ჯიდას კლუბი არგენტინელ თავდამსხმელს გუნდში გატარებულ ყოველ სეზონში 94 მილიონ აშშ დოლარს (დაახლოებით 90 მილიონ ევროს) გადაუხადოს. 

რონალდომ საუდის არაბეთში თამაში ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა

ალ-იტიჰადი საუდის არაბეთის ჩემპიონატის მოგებას 2008/09 წლების სეზონის შემდეგ ვერ ახერხებს. მესის ტრანსფერის განხორციელებით კი, კლუბს ალ-ჰილალსა და ალ-ნასრთან ჩამორჩენის შემცირება სურს. 

ლიონელ მესი პარი სენ-ჟერმენის ღირსებას 2021 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც ბარსელონაში გატარებული 18-წლიანი პერიოდის შემდეგ გადავიდა. ლეოს პარიზელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში უმთავრდება და ჯერჯერობით უცნობია, სად გადაწყვეტს ფეხბურთელი თამაშს. მანამდე დაიწერა, რომ არგენტინელ ვარსკვლავს კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს და წინადადებებს აშშ-იდან და საუდის არაბეთიდან არცკი განიხილავს. 

შარშან ლეო მესიმ კარიერის მთავარი ჯილდო მოიგო

ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონში პარი სენ-ჟერმენის ღირსება ყველა ტურნირის 28 მატჩში დაიცვა, გაიტანა 17 გოლი და მიითვალა 16 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები