Thumbnail
  • ანესი 0:3 მეცი 
  • გიორგი მიქაუტაძე: 2 გოლი და 1 საგოლე პასი

მატჩის წინ 22 წლის გიორგი მიქაუტაძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისი მიზანი ლიგა 1-ში მეცთან ერთად გადასვლა და ჩემპიონატის ბომბარდირობაა. დღეს მან უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ორივე მიზნისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - მეცმა სტუმრად თასიდან მარსელის გამომგდები ანესი 3:0 დაამარცხა. მიქაუტაძის ანგარიშზე დუბლი და საგოლე პასია. 

27-ე წუთზე გიორგიმ ცენტრფორვარდის პოზიციაზე შესანიშნავად ითამაშა და ანგარიში გახსნა. 50-ე წუთზე მისი დამსახურებაა, რომ იუსეფ მაზიზმა მეორე გოლი გაიტანა. 83-ე წუთზე კი გიორგიმ შედევრი შექმნა, ბურთი ცენტრში მიიღო და ორი მცველი უქმად დატოვა - 0:3. 

მეცი 44 ქულით მე-4 პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ბორდოს, რომელმაც დღეს 1:1 ითამაშა სენტ ეტიენთან (ზურიკო დავითაშვილი ცვლილებაზე შევიდა), ორი ქულით ჩამორჩება. მეცი ლე ავრს 13 მარტს მასპინძლობს. გიორგის 14 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს, ის სენტ ეტიენის კრასოს ერთი გოლით უსწრებს, საგოლე პასებში კი იმავე კრასოს მხოლოდ 1 ასისტით ჩამორჩება. გოლს პლუს პასი სისტემით ქართველ ფორვარდს უკვე 20 ქულა აქვს! ეს გიორგის პირველი დუბლია 2023 წელს. ბოლო 9 თამაშში მან 7 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები