- პორტუგალია 27:10 ესპანეთი
- რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია
პორტუგალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთს 17 ქულით აჯობა (27:10) და ფინალის საგზური მოიპოვა. ესპანელებმა კარგად დაიწყეს და მე-19 წუთისთვის 10:0-ს იგებდნენ, თუმცა პორტუგალიამ ლელოს დადება მოახერხა და ტაიმი 7:10 დათმო.
პორტუგალიელებმა მეორე ტაიმში მეტოქეს 20 ქულა გაუტანეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს. პორტუგალიის ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს, სადაც საქართველოსა და რუმინეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალი 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გაიმართება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, რუმინეთთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს რაგბი ევროპის ტიტულის მე-15-ედ მოგებისთვის იბრძოლებს.
კომენტარები