Thumbnail
  • ანორთოსისი 77:37 ეტა
  • ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 5 სროლა გამოიყენა

კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში დუდა სანაძის ანორთოსისმა ენგომის ეტას უმასპინძლა და მეტოქე 40 ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 77:37.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 17:21 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ანორთოსისს 9 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა, რითიც გუნდი სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. ფამაგუსტელები მომდევნო მატჩს 11 მარტს სტუმრად პარალიმნისთან გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები