Thumbnail

გაძევება 40 წამში - რომა იუვენტუსის დამარცხებით ოთხეულში შევიდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რომა 1:0 იუვენტუსი | გოლი: 1:0 მანჩინი (53)
  • რომა ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა, იუვემ წაუგებელი სერია შეწყვიტა

სერია A-ს 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩში რომამ იუვენტუსი დაამარცხა. თამაში ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც ამ გუნდების დაპირისპირებას ხშირად ახასიათებს - დაძაბული და საინტერესო.

იუვენტუსი უპირატესობას ფლობდა, უკეთესი საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ ერთადერთი გოლი რომაელებმა გაიტანეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს. პირველ ნახევარში ერთადერთი საგოლე მომენტი შეიქმნა, როდესაც ადრიენ რაბიო იყო ახლოს გოლთან, მაგრამ ბურთი ჯერ მეკარემ მოიგერია, მერე ძელს მოხვდა.

მე-2 ტაიმის სტარტზე კი რომას ცენტრალურმა მცველმა ჯანლუკა მანჩიმიმ ძალიან მაგარი გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. სხვათა შორის, ტურინელებმა მეორე ნახევარში კიდევ ორჯერ გაარტყეს ძელს ბურთი, მაგრამ ვერ გაიტანეს და ყველა ტურნირზე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს.

მოიზე კინი 40 წამში გააძევეს

საინტერესოა მოიზე კინის ისტორიაც: იტალიელი ფორვარდი მაქს ალეგრიმ თამაშში 89-ე წუთზე ჩართო და ზუსტად 40 წამში მან წითელი ბარათი მიიღო...

იუვეს 35 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა 12 ქულაა, რომა კი სწორედაც რომ ოთხეულში შევიდა, მილანს გაუთანაბრდა, მაგრამ ბურთების ბალანსი უკეთესი აქვს. ისიც ვთქვათ, რომ ამ ტურში ინტერმა ლეჩე დაამარცხა, რის შედეგადაც მილანელებმა ნაპოლისთან ჩამორჩენა 15 ქულამდე შეამცირეს.

საინტერესო ფაქტები

🟠 რომამ 2003/04 წლების სეზონის შემდეგ პირველად არ წააგო იუვენტუსთან ერთ სეზონში არცერთი მატჩი (მოგება, ფრე). 19 წლის წინ "ჯალოროსის" ფაბიო კაპელო წვრთნიდა.

🟠 ჯანლუკა მანჩინის გოლი პირველია, რომელიც იუვემ საჯარიმოს გარედან გაუშვა სერია A-ში 2022 წლის 1 მაისის შემდეგ.

რომა 1:0 იუვენტუსი

გოლი: 1:0 მანჩინი (53)

კომენტარები

ბოლო ამბები