Thumbnail
  • ვერა 95:102 ოლიმპი
  • დავით როგავას გუნდის მე-12 მოგება სუპერლიგაში

სუპერლიგის მორიგ ტურში დავით როგავას ოლიმპმა ვერას 7 ქულით აჯობა - 102:95. ოლიმპი ბოლო მეოთხედის წინ 12 ქულას იგებდა და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია. ოლიმპის კალათბურთელებმა ბოლო მეოთხედი დათმეს, მაგრამ სეზონში მე-12 გამარჯვება იზეიმეს.

ოლიმპის მთავარმა ლიდერმა დრუ კუქსჰაუზენმა ამ შეხვედრაში დაისვენა. გუნდს ასევე სანდრო კასაბური და გიორგი ტურძილაძე ვერ დაეხმარნენ. ლინტონ აკლიესეს მაგარი მატჩი ჰქონდა - 33 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი. ოლიმპის მხრიდან 20-ქულიან ზღვარს ვლადიმერ თავაქარაშვილმა გადააჭარბა. მან 21 ქულა ჩააგდო. ოლიმპის მეორე ლეგიონერმა, ობრი მაკალპინმა კი 17 ქულას, 9 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი.

როგავას გუნდი 27 ქულით სუპერლიგაში პირველ ადგილზეა. ოლიმპს სუპერლიგაში ზედიზედ 6 მოგება აქვს და მომდევნო ტურში მერვე ადგილზე მყოფ მეგასთან ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები