- ბრაიან ორტეგამ განაცხადა, რომ ილია თოფურიას შესახებ არაფერი სმენია
- ქართველმა მებრძოლმა მექსიკელს მის სამშობლოში ჩხუბი შესთავაზა
ილია თოფურიამ (13-0) ტვიტერზე ბრაიან ორტეგას (15-3) უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართველ მებრძოლს არ იცნობს, წარმოდგენა არ აქვს ვინ არის და მის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. "მატადორმა" მექსიკელს მისსავე სამშობლოში ჩხუბი შესთავაზა.
ილიამ ბრაის მიტჩელის (15-1) დაფინიშების შემდეგ ოქტაგონიდანვე "თი სითი" გამოიწვია. მექსიკელი, ამჟამად, UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მესამე პოზიციაზეა, ბოლო 4 ბრძოლიდან 3 წააგო, მათ შორის ორჯერ ორგანიზაციის ქამარზე იჩხუბა.
"ორტეგა ამბობს, რომ არ იცის ვინ ვარ და ჩემზე არაფერი სმენია. ოქტაგონზე ჩემთან შეხვედრის გეშინია? მე პრობლემა არ მაქვს, მექსიკაში ჩამოვალ და მატჩს მანდ ჩავატარებ. მიყვარს ეგ ქვეყანა, სიამოვნებით ვაჩვენებდი ყველას, როგორ წაგაცლი მაგ იდიოტ თავს," - დაწერა ილიამ.
ილია თოფურიას UFC-ში 5 ბრძოლა გამართა და 5-ვე მოიგო, აქედან 4-ში მეტოქეები დააფინიშა. ბრაიან ორტეგამ ბოლოს 2020 წელს გაიმარჯვა, როცა კორეელი ზომბი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
კომენტარები