Thumbnail

ნაპოლის ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა უცხოური სპორტული მედიისგან ჯილდო მიიღო, რის გამოც რომში პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. ნიგერიელი და ქართველი რომ მეგობრობენ, ყველასთვის ცნობილია.

ამჯერადაც ოსიმენმა კვარა ძალიან დადებითად დაახასიათა. როგორც მან თქვა, ხვიჩას ოქროს ბურთის მოგების პოტენციალი გააჩნია:

"კვარა ბრწყინვალე ბიჭია. მასზე ასე ვფიქრობდი თავიდანვე. ის გუნდში ყველას გვიყვარს, არა მხოლოდ იმიტომ, რასაც მოედანზე აკეთებს, არამედ მის მიღმაც. მჯერა, რომ მას მომდევნო წლებში ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. იმედი მაქვს, რომ ნაპოლის დიდებას მოუტანს. ჩვენს შორის დიდი ურთიერთგაგებაა. ასევე სპალეტისთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს და ეს არის მთავარი, რის გამოც ასეთ სეზონს კარგად ვატარებთ. ეს დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ტანდემი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა. ნიგერიელი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო ქართველი ფეხბურთელი საგოლე პასებით ლიდერობს. ოსიმენმა სერია A-ში 6 გოლი კვარას პასით გაიტანა, რაც მთელ ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. ამასთან, ნიგერიელის პასით ქართველმა ჩემპიონატში 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები