Thumbnail
  • 📅 7 მარტი | 🏟 ბელეჰეიდე | ⌚ 22:30 | ⚽ ბელგია V საქართველო
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას შეეცდება

დღეს, 7 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ბოლო მატჩს ბელგიაში გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Nakrebi.ge შემოგთავზებთ.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა მზადება თბილისში, პირველ მარტს დაიწყო, ბელგიაში კი 4 მარტს გაემგზავრა, სადაც სრული შემადგენლობით შეიკრიბა.

მატჩის წინა დღეს ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ არენაზე ივარჯიშა.  ტრავმის გამო, მოახლოებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მეკარე ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები

მეკარეები: თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი). 

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), სიმი საიოტი(ელექტრიკო, პორტუგალია), ბრუნო გომესი (აპოსტოლი, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), თალესი (კასკაველი, ბრაზილია), ელისანდრო (მაგნუსი, ბრაზილია), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი).

ავთანდილ ასათიანის გუნდის მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა

საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა თბილისში ანგარიშით 4:2 მოიგო. ამ დროისთვის ჯგუფს 9 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს, მეტოქეს კი 6 ქულა აქვს. საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ბელგიამ ჯგუფის აუტსაიდერ ავსტრიას 6:1 სძლია. 

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი, ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს. ელიტ-რაუნდის წილისყრა ნიონში 5 ივლისს შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები