Thumbnail

ევროპის U21 ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტიდან დაიწყება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა იწყება
  • ბილეთები პირველ ეტაპზე სპეციალურ ფასად, აბონემენტების ფორმატში გაიყიდება
  • U21 ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტს დაიწყება. ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. თამაშებს საქართველოს სამი ქალაქი უმასპინძლებს: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.

მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე, 13 მარტს დაიწყება. ბილეთები, პირველ ეტაპზე სპეციალურ ფასად, აბონემენტების ფორმატში გაიყიდება, რომელშიც სტადიონების მიხედვით გაერთიანებული იქნება ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები. აბონემენტების გაყიდვა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ჯგუფური ეტაპისა და მეოთხეფინალური ეტაპის თამაშების ინდივიდუალური ბილეთების გაყიდვა 1 მაისს დაიწყება.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალისა და ფინალის ბილეთების რეალიზაცია 26 მაისიდან მოხდება.

ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩების განრიგი და აბონემენტის ფასები სტადიონების მიხედვით:

თბილისი, პაიჭაძის სტადიონი – A ჯგუფი

21 ივნისი: საქართველო V პორტუგალია
24 ივნისი: საქართველო V ბელგია
27 ივნისი: ნიდერლანდები V საქართველო ​

I კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი
II კატეგორიის აბონემენტი – 25 ლარი

თბილისი, მესხის სტადიონი – A ჯგუფი

21 ივნისი: ბელგია V ნიდერლანდები
24 ივნისი: პორტუგალია V ნიდერლანდები
27 ივნისი: პორტუგალია V ბელგია

1 ივლისი – მეოთხეფინალური მატჩი A1-2C
I კატეგორიის აბონემენტი – 50 ლარი
II კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი

ქუთაისი, შენგელიას სტადიონი – C ჯგუფი

22 ივნისი: გერმანია V ისრაელი
25 ივნისი: ინგლისი V ისრაელი
28 ივნისი: ისრაელი V ჩეხეთი

2 ივლისი – მეოთხედფინალური მატჩი 1C-2A
I კატეგორიის აბონემენტი – 50 ლარი
II კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი

ბათუმი, ბათუმი არენა – C ჯგუფი

22 ივნისი: ჩეხეთი V ინგლისი
25 ივნისი: ჩეხეთი V გერმანია
28 ივნისი: ინგლისი V გერმანია

I კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი
II კატეგორიის აბონემენტი – 25 ლარი

კომენტარები

ბოლო ამბები