Thumbnail

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ენრიკო ვარიალემ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის მეგობრობაზე გააკეთა კომენტარი. მან თქვა, რომ იშვიათობაა, როდესაც ფეხბურთელი თავის დაჯილდოების ცერემონიაზე თანაგუნდელს აქებს, როგორც ეს ოსიმენმა კვარაცხელიასთან მიმართებაში გააკეთა.

საქმე ისაა, რომ ოსიმენი გუშინ უცხოურმა მედიამ იტალიაში საუკეთესო მოთამაშის პრიზით დააჯილდოვა. სწორედ ამ ღონისძიებაზე ვიქტორმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს წლებში ოქროს ბურთს მოიგებს.

"ვიქტორ ოსიმენმა თქვა, რომ კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. მოედანზე უკვე ვნახეთ, თუ როგორ მეგობრობენ, მაგრამ ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც თავისი დაჯილდოების ცერემონიაზე თანაგუნდელს ასე ადიდებს, ძალიან იშვიათია. ეს ტანდემი დიდხანს ერთად უნდა იყოს, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება", - დაწერა სოციალურ ქსელში ვარიალემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ტანდემი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა. ნიგერიელი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო ქართველი ფეხბურთელი საგოლე პასებით ლიდერობს. ოსიმენმა სერია A-ში 6 გოლი კვარას პასით გაიტანა, რაც მთელ ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. ამასთან, ნიგერიელის პასით ქართველმა ჩემპიონატში 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები