Thumbnail
  • ქართველი სპორტსმენების გამოხმაურება რუსულ კანონპროექტზე
  • სოციალურ ქსელში მერაბ შარიქაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ, თორნიკე შენგელიამ, გოგა ბითაძემ და სხვებმა დაწერეს

+++ სტატია განახლებადია +++

საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას დღეს რამდენიმე ქართველი სპორტსმენი გამოეხმაურა. მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია, ასევე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, ორლანდო მეჯიქის კალათბურთელი გოგა ბითაძე, ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და სხვები.

მათ ევროპული მომავლის მხარდასაჭერი მოწოდებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი): "საქართველოს მომავალი ევროპაშია".

საქართველოს მომავალი ევროპაშია. 🇬🇪🇪🇺

Posted by Khvicha Kvaratskhelia on სამშაბათი, 07 მარტი, 2023

მერაბ შარიქაძე (რაგბი): "ევროპა ერთადერთი გამოსავალია".

გოგა ბითაძე (კალათბურთი): "როგორც ადამიანები, უკეთესები უნდა ვიყოთ".

გიორგი შერმადინი (კალათბურთი): "ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს, საქართველოს ადგილი ევროპაშია."

გიორგი ლორია (ფეხბურთი): "საქართველოს ადგილი ევროპაშია!"

მერაბ დვალიშვილი (MMA): "დიდება საქართველოს და მის ნათელ მომავალს."

გიორგი წიტაიშვილი (ფეხბურთი): "არა რუსულ კანონს!"

საბა კვერკველია (ფეხბურთი): "საქართველოს მომავალი ევროპაშია".

ვაკო ყაზაიშვილი (ფეხბურთი): "საქართველოს მომავალი ევროპაშია".

ზაზა ფაჩულია (კალათბურთი): "საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს". 🇬🇪🇪🇺

საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა ! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს 🇬🇪🇪🇺

Posted by Zaza Pachulia on სამშაბათი, 07 მარტი, 2023

აკა ტაბუცაძე (რაგბი): "ევროპა ერთადერთი გამოსავალია".

სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა): "არავის არ აქვს უფლება შეუშალოს ხელი ქვეყნის განვითარებას !!! მე ვარ ქართველი და ყოველთვის ხელს შევუწყობ ჩემი ქვეყნის განვითარებას. მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი!🇬🇪 საქართველო ევროპა იყო არის და იქნება!!!

რატი ანდრონიკაშვილი (კალათბურთი): "საქართველოს მომავალი ევროპაშია".

გიორგი მიქაუტაძე (ფეხბურთი): "საქართველო ევროპაა".

თორნიკე შენგელია (კალათბურთი): "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი ✊🏼🇬🇪 სადაც ჩემი სამშობლოა იქ ვარ მეც".

მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი ✊🏼🇬🇪 სადაც ჩემი სამშობლოა იქ ვარ მეც ❤️

Posted by Tornike Shengelia on სამშაბათი, 07 მარტი, 2023

ანრი მექვაბიშვილი (ფეხბურთი): "საქართველოს მომავალი ევროპაშია".

ზურაბ დათუნაშვილი (ჭიდაობა): "საქართველო ევროპაა".

ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი):  "მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი” 🇬🇪🇪🇺 ნებისმიერი ქართველი, რომელიც თავისი ნებით, ან თუნდაც უნებლიედ, ხელს შეუშლის საქართველოს სვლას ევროპისკენ, არის მოღალატე საკუთარი ქვეყნის".

გიორგი მერებაშვილი (ფეხბურთი): "ევროპა ერთადერთი გამოსავალია!!! დიდება საქართველოს🇬🇪🇪🇺 დიდება გმირებს".

დუდა სანაძე (კალათბურთი): "ჩემი ქვეყნის ადგილი ევროპაშია".

გიგა ჭიკაძე (UFC): "სადაც საქართველოა, იქ ვარ მეც".

სადაც საქართველოა იქ ვარ მეც! 🇬🇪✊🏼

Posted by GIGA CHIKADZE on სამშაბათი, 07 მარტი, 2023


ლევან მჭედლიძე (ფეხბურთი): "ჩვენი გზა ევროპაშია. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს".

ზურიკო დავითაშვილი (ფეხბურთი): "საქართველოს მომავალი ევროპაშია".

ბუდუ ზივზივაძე (ფეხბურთი): "საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა".

ზურაბ იაკობაშვილი (ჭიდაობა): "მე ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით და არა რუსული კანონების".

ლევან საგინაშვილი (მკლავჭიდი): "საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია".

ლევან კუტალია (ფეხბურთი): "ისევ როგორც ქართველი ერის, ჩემი, ჩემი ოჯახისა და შვილების არჩევანი ევროპაა. მე როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე ჩემი სამშობლოს გაერთიანებას მხოლოდ ევროპის დიდ ოჯახში ვხედავ. არ მინდა და ვერ ვხედავ ჩემი შვილებისა და ქართველი ერის მომავალს რუსეთში. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, მთავარია ერთ რამ,საქართველო ევროპაა, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი საქართველოა. არა რუსულ კანონს.. ჩემი ხმა დემოკრატიულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ და რაც მთავარია, ევროპულ საქართველოს".

🚨ისევ როგორც ქართველი ერის, ჩემი, ჩემი ოჯახისა და შვილების არჩევანი ევროპაა. მე როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე ჩემი...

Posted by Levan Kutalia on სამშაბათი, 07 მარტი, 2023

ირაკლი აზაროვი (ფეხბურთი): "საქართველოს გზა ევროპაშია".

გიორგი მამარდაშვილი (ფეხბურთი): "მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ევროპისკენ".

გიორგი ასანიძე (ძალოსნობა): ყველას ვალია ვიფიქროთ მომავალზე. ვეცადე ესე გამომეხატა და ნაკლებად პოლიტიკური ვყოფილიყავი.
დღეს საქართველოს სჭირდება ერთობა, როგორც არასდროს მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი! დიდება საქართვრლოს. დიდება გმირებს.
მონას რათ უნდა კრული სიცოცხლე? ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი? სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი!

ყველას ვალია ვიფიქროთ მომავალზე ვეცადე ესე გამომეხატა და ნაკლებად პოლიტიკური ვყოფილიყავი დღეს საქართველოს სჭირდება...

Posted by Giorgi Asanidze on სამშაბათი, 07 მარტი, 2023


გიორგი ჭინჭარაული (ძალოსნობა): "თუ დღეს ცუდსა და "უარესს" შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება და თავიდანვე ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთს აქვს უკანონოდ მითვისებული, რუსეთმა მოგვიკლა უამრავი ახალგაზრდა, რუსეთმა დაგვწია ათეული წლებით უკან, მაშინ მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე ვირჩევ "უარესს" !!! ჩემი და თქვენი შვილები აქ, ამ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ და პირველ რიგში, მათ წინაშე უნდა ვიყოთ სუფთა და მართლები ! მე მიყვარს საქართველო და მისი მომავალი დღეს ჩემს და თქვენს კისერზეა პატივცემულებო!"

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ევროპულ მომავალს მხარი სხვადასხვა სახით დაუჭირეს გიორგი ქვილითაიამ, ბიძინა სამხარაძემ, სოსო მათიაშვილმა, გიორგი ცინცაძემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, ამირან გოგოლაძემ, ბუბა დაუშვილმა, ჯაბა კანკავამ, მიხეილ გაჩეჩილაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ბექა საღინაძემ და სხვებმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. აგენტების გავლენის კანონპროექტს დღეს მხარი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა. მთლიანობაში კანონპროექტს ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, მათ შორის იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა (ლევან კობიაშვილი) და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის (ვიქტორ სანიკიძე) პრეზიდენტები.

კომენტარები

ბოლო ამბები