Thumbnail
  • იტალიის ნაკრების თავკაცმა ნაპოლის ბრწყინვალე სეზონზე ისაუბრა
  • 58 წლის სპეციალისტი ლუჩანო სპალეტის გუნდით აღფრთოვანებულია
  • რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრებში ვიქტორ ოსიმენის ნახვა სურს    

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ნაპოლიზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა. 58 წლის სპეციალისტი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არ იყო 2022/23 წლების სეზონში ლუჩანო სპალეტის გუნდის წარმატებული გამოსვლა და არც ის გაუკვირდება, თუკი ნეაპოლის კლუბი, “სკუდეტოს” მოპოვებასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაშიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა

"ნაპოლი ძალიან კარგად თამაშობს. გუნდი ლიდერია და სავსებით დამსახურებულადაც. მე “აძურის” ტრიუმფს ჯერ კიდევ ზაფხულში ვწინასწარმეტყველებდი. არ მგონია, ნაპოლის სატურნირო ცხრილის ლიდერობაში ვინმე შეეცილოს, საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს. თუმცა, მესმის სპალეტისაც, რომელიც სიფრთხილეს იჩენს. მის ადგილზე იმავეს გავაკეთებდი. ნეაპოლელებმა ზაფხულში სწორი ნაბიჯები გადადგეს, გააკეთეს კარგი ტრანსფერები კიმისა და კვარაცხელიას სახით. ისინი დღეს მთავარი გმირები არიან იმ თამაშის წყალობით, რომელიც მთელ ევროპაში ფასობს. 
 
ძნელია მთელი სეზონის განმავლობაში ორ ფრონტზე ბრძოლა, მაგრამ იმ ფეხბურთის გათვალისწინებით, რომელსაც ამ პერიოდში აჩვენებს, არ მგონია, რომ ნაპოლის ზღვარი ჰქონდეს. გუნდი ძალიან ძლიერია და გამორიცხული ჩემპიონთა ლიგაშიც არაფერია. ყველაზე მეტად რაც ამ ნაპოლიში მაოცებს, ის სიმშვიდე და თავდაჯერებულობაა, რომლითაც ფეხბურთელები მოედანზე ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ გადიან. ისინი სიმშვიდეს მთელი მატჩის განმავლობაში ინარჩუნებენ. გუნდი იერსახე იგივე რჩება ცვლილებების შემდეგაც", - აქვეყნებს მანჩინის სიტყვებს იტალიური მედია. 

ოსიმენი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია (19 გოლი), ხვიჩა - ასისტენტი (9 პასი)

"სკუადრა აძურას" თავკაცმა ნაპოლის ნიგერიელ თავდამსხმელზე, ვიქტორ ოსიმენზეც იხუმრა. მანჩინი არ მალავს, რომ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდის დაუფიქრებლად მიიწვევდა იტალიის ნაკრებში, ამის შანსი რომ არსებობდეს.

"ნაკრებში ახლავე გამოვიძახებდი, მაგრამ არ მგონია, რომ მას იტალიელი ნათესავები ჰყავდეს. თუ ჰყავს? (იცინის)".

ნაპოლიმ იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 25 მატჩში 65 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ლუჩანო სპალეტის გუნდი უახლოეს მდევარ მილანი ინტერს 15 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი, 11 მარტს, შინ ატალანტას უმასპინძლებს. ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მეტოქედ ფრანკფურტის აინტრახტი ჰყავს, რომელსაც პირველი თამაში სტუმრად ანგარითი 2:0 მოუგო, საპასუხო დაპირისპირებას კი "მარადონაზე" 15 მარტს გამარათავს.

საქართველოს მომავალი ევროპაშია. 🇬🇪🇪🇺

Posted by Khvicha Kvaratskhelia on სამშაბათი, 07 მარტი, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები