Thumbnail
  • ბაიერნი 2:0  პსჟ
  • ¼ და ½ ფინალური ეტაპების წილისყრა 17 მარტს გაიმართება

პროექტი - პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის, კიდევ ერთხელ ჩაფლავდა. მიუნხენის ბაიერნმა ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა პარიზული გრანდი და მშვიდად გავიდა შემდეგ ეტაპზე.

ბაიერნმა ორი მატჩის ჯამში 3:0 გაიმარჯვა

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა - 61-ე წუთზე ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა გორეტცკას პასით გახსნა ანგარიში, ხოლო 89-ე წუთზე შეცვლაზე შესული კანსელოსა და გნაბრის კომბინაცია გოლით დასრულდა - 2:0. 

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგას პლეი ოფის პირველ ეტაოზე ბოლო 7 ცდიდან მეხუთედ დაემშვიდობა. 

ბაიერნი 2:0 (1:0) პსჟ

გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (61. გორეტცკას პასით), 2:0 გნაბრი (89. კანსელოს პასით)

ბაიერნი (4-2-3-1): ზომერი - სტანიშიჩი, უპამეკანო, დე ლიხტი, დევისი - გორეტცკა, კიმიხი - კომანი (86. გნაბრი), მიულერი (86. კანსელო), მუსიალა (82. სანე) - ჩუპო-მოტინგი (68. სანე)

პსჟ (3-5-2): დონარუმა - დანილო, სერხიო რამოსი, მარკინიოსი (36. მუკიელე (46. ბიჩიაბუ)) - ჰაკიმი, ვიტინია (81. ეკიტიკე), ვერატი, რუისი (76. ზაირ-ემრე), მენდეში (81. ბერნატი) - მესი, მბაპე. 

კომენტარები

ბოლო ამბები