- ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრების მატჩი ოსლოში ერთი დღით გადაიდო
- მიზეზი არჩვენებია, რომელიც ნორვეგიაში 11 სექტემბერსაა დაგეგმილი
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპზე ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის ჩატარების თარიღი შეიცვალა.
საქმე ეხება ოსლოში გასამართ შეხვედრას, რომელიც მიმდინარე წლის 11 სექტემბერს იყო ჩანიშნული. ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, რომ თამაში ერთი დღის შემდეგ, 12 სექტემბერს გაიმართება.
თარიღის შეცვლის მიზეზი ნორვეგიაში 11 სექტემბერს დაგეგმილი არჩევნები გახდა. ამიტომაც, მატჩი მეორე დღეს ოსლოში, "ულევაალის" სტადიონზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ნაკრები 28 მარტს, სწორედ ნორვეგიის ნაკრებთან დაპირისპირებით დაიწყებს. ეს მატჩი ბათუმში, 20:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან ისტორიაში 3-ჯერ აქვს ნათამაშები და ყველა მატჩი მეტოქემ მოიგო: 1996 წელს ამხანაგურ შეხვედრაში (1:0), 1999 წელს კი ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე (4:1 და 1:0).
კომენტარები