Thumbnail
  • Okdario-ს ცნობით, ჩავი კვარაცხელიას შეძენას ითხოვს და უკან დახევას არ აპირებს
  • კატალონიელებს ნაპოლის შემტევი განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაში სჭირდებათ 

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს, რომლის ცნობით, კატალონიელთა თავკაცისთვის მომავალი სეზონისთვის ნაპოლის 22 წლის ქართველი შემტევის დამატება პრიორიტეტულია. 

"ჩავი ერნანდესი უკვე გეგმავს მომავალ სეზონს, მისთვის პრიორიტეტული კი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი სენსაციის, ნაპოლის ქართველი მოთამაშის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაა, რომელმაც ამ სეზონში თავისი შთამბეჭდავი თამაშით ევროპის ტოპკლუბების ყურადღება მიიპყრო. ეს გარემარბი ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომელსაც სერია A-ში ნეაპოლის კლუბის ლიდერობაში დიდი წვლილი მიუძღვის. 

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი სასურველი ტრანსფერისთვის უკან დახევას აპირებს

გარდა იმ კონკურენტებისა, რომლებიც ბარსას ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში შეეცილებიან, კვარაცხელიას ტრანსფერის განსახორციელებლად, კატალონიური კლუბისთვის დიდი პრობლემა იქნება ისიც, რომ ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს თავისი გუნდის ერთ-ერთი ალმასის გასხვისება არ სურს, ისევე, როგორც მეორე მოთამაშის - ვიქტორ ოსიმენის, რომელიც ნახევარ ევროპას სურს…

კვარაცხელია-ოსიმენის წყვილი დღეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა

მაგრამ ჩავი ერნანდესს უკან დახევა არ სურს. ის მიიჩნევს, რომ კვარაცხელიას შეუძლია გახდეს ის ვარსკვლავი, რომელიც ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლაში დაეხმარება. რამდენადაც კატალონიელებს ესპანეთის ჩემპიონობა თითქმის განაღდებული აქვთ, ბარსას თავკაცი მიიჩნევს, რომ ევროპაში კონკურენტუნარიანობისთვის მხოლოდ არაუხო-პედრი-დემბელე-ლევანდოვკის ბირთვი არასაკმარისი იქნება. მწვრთნელს სჯერა, რომ მხოლოდ კვარაცხელიას მსგავს არაორდინალურ მოთამაშეს შეუძლია, ჩემპიონთა ლიგაში კვლავაც გაბრწყინებისთვის ბარსას სათანადო ბიძგი მისცეს. 

რა თქმა უნდა, ბარსელონას რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისება მოუწევს იმისთვის, რათა არათუ კვარაცხელია, ნებისმიერი მოთამაშის ტრანსფერბი განახორციელოს. ბუსკეტსის, ჟორდი ალბას ან თუნდაც დე იონგის წასვლა, შესაძლოა, წაადგეს ბარსელონას სახელფასო ლიმიტის შემსუბუქებასა და მანევრისთვის საჭირო სივრცის მიღებაში”, - წერს Ok diario

ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას ზაფხულში გაყიდვაზე არ ფიქრობს

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში დინამო ბათუმიდან 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და ცოტა ხანში არამხოლოდ იტალიური, ევროპული ფეხბურთის ვარსკვალავად იქცა და არაერთი ტოპკლუბის ინტერესი დაიმსახურა. მათ შორის დასახელდნენ: მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, არსენალი, ნიუკასლი და პსჟ. საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევმა ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირის 27 მატჩში ითამაშა, გაიტანა 12 გოლი და მიითვალა 13 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები