Thumbnail

რომამ სოსიედადს აჯობა, არსენალმა ლისაბონში ვერ მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რომა 2:0 სოსიედადი - მოურინიოს გუნდმა დიდი უპირატესობა მოიპოვა
  • სპორტინგი 2:2 არსენალი - არტეტას გუნდს ლონდონშიც მძიმე მატჩი ელის

ევროპალიგაზე მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. პირველი სესიის მატჩებიდან ყველა შეხვედრა სანახაობრივი გამოვიდა. რომამ ''სტადიო ოლიმპიკოზე'' სოსიედადს უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო.

რომაელებმა მაგრად ითამაშეს და ესპანურ გუნდს შანსი არ დაუტოვეს. დიბალას წამოწყებული კარგი შეტევა, აბრაჰამმა გააგრძელა და ელ შაარავიმ დაასრულა. რომა მე-13 წუთზე დაწინაურდა, ხოლო მეორე გოლი მატჩში 87-ე წუთზე გავიდა. ალბანელმა კუმბულამ დიბალას გადაცემით გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლისაბონის სპორტინგისა და ლონდონის არსენალის მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. არტეტას გუნდმა ლისაბონში ვერ მოიგო. სტუმრები სალიბას გოლით 22-ე წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა გონსალო ინასიომ წონასწორბა მალევე აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში სპორტინგი დაწინაურდა. პაულინიომ პორტუგალიელები წინ გაიყვანა, თუმცა არსენალმა ავტოგოლით გაათანაბრა და შეხვედრაც 2:2 დასრულდა. ყველაფერი ერთ კვირაში ლონდონში გადაწყდება.

გარდა ამ ორი მატჩისა, ლევერკუზენმა ფერენცვაროშს 2:0 სძლია, ხოლო ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ბერლინში გაიმართა, სადაც უნიონ ბერლინმა უნიონ სენ ჟილთან ფრედ 3:3 ითამაშა. ევროპალიგის საპასუხო მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები