Thumbnail

ქუთაისის ტორპედოს ყოფილი ნახევარმცველი ბექა ბაჩიბერაძე, რომელიც ამჟამად მეტალისტ 1925-ის ღირსებას იცავს, უკრაინულ მედიას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა, რომელიც ე.წ. აგენტების კანონპროექტის მიღებას მოყვა. 

ქუთაისელი ფეხბურთელი, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი უკრაინაში აქვს გატარებული და თავის დროზე ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანიც იყო, ამბობს, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს. 

"საშინელებაა, რომ საქართველოში ადამიანებს მიტინგებზე გასვლა დასჭირდათ იმისთვის, რათა ეს კანონი (ე.წ. აგენტების კანონი) არ მიეღოთ. დღეს წავიკითხე, რომ ის გააუქმეს და ძალიან მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ის პრორუსული ხასიათის მატარებელია და კარგი არ არის. 

ამ კანონის წინააღმდეგია ჩემი ყველა ნათესავი, ვინც საქართველოშია და ძალიან უხარიათ, რომ ის ძალაში ვერ შევა. მას შემდეგ, რაც კანონის მიღება გადაიფიქრეს, ვითარება დასტაბილურდა. ადამიანები გამოვიდნენ, რათა კანონპროექტი გაუქმებულიყო. ევროპისკენ მიმავალ გზაზე ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და მათ მიაღწიეს მის გაუქმებას.

რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნისთვის უკეთესი იქნება ევროპასთან სიახლოვე. საჭიროა მისკენ სწრაფვა და მთელი ძალისხმევის იმისკენ მიმართვა, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ", - უთხრა ბექამ უკრაინულ მედიას

ბექა ვაჩიბერაძე უკრაინაში გასული წლის შემოდგომაზე დაბრუნდა

ბექა ვაჩიბერაძემ მეტალისტი 1925-ის მაისურით უკრაინის პრემიერლიგის 10 მატჩში ითამაშა და 2 საგოლე გადაცემით გამორიჩა. 16 ტურის შემდეგ, გუნდს 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები