- ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
- შედეგად, FIFA 23-ში ქართველის ფეხბურთელის ახალი ბარათი გამოვიდა
- ხვიჩა კვარაცხელია FIFA 23-ის მომავალი ვარსკვლავების გუნდში მოხვდა
FIFA 23-ში ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ბარათი გამოვიდა, რაც მისი იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შედეგია. ნაპოლის ქართველი ვარსკვლავი EA-სა და Lega Serie A-ს ეგიდით თვის საუკეთესო მოთამაშედ უკვე მეორედ აირჩიეს - კვარამ პირველი აღიარება სეზონის სტარტზე, აგვისტოშო მოიპოვა. მაშინ თამაშში მისი ბარათი არ გამოსულა, რადგან კვარაცხელია FIFA 22-ში არ იყო.
EA და Lega Serie A ყოველთვიურად 5 გამორჩეულ ფეხბურთელს ავლენენ. მათი შერჩევა Stats Perform-ის სტატისტიკურ მონაცემების მიხედვით ხდება. თებერვლის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის შემდეგი ფეხბურთელები იბრძოდნენ: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), ანხელ დი მარია (იუვენტუსი), ალეკსეი მირანჩუკი (ტორინო) და ფედერიკო ბაშიროტო (ლეჩე).
გულშემატკივრებს ხმის მიცემა EA-ს ოფიციალურ გვერდზე შეეძლოთ. გამარჯვებული თვის ბოლო პარასკევს, ან იშვიათ შემთხვევაში თვის დასაწყისში ვლინდება. ამგვარად, კვარაცხელიას თვის საუკეთესო მოთამაშის დასახელებით FIFA 23-ში ახალი ბარათი გამოვიდა, სადაც ქართველი ფეხბურთელის რეიტინგი 86-ს შეადგენს. თამაშში კვარას ახალი ქარდი FUT რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, კვარაცხელია 1 თვის წინ FIFA 23-ის მომავალი ვარსკვლავების გუნდში მოხვდა და მისი რეიტინგი 90-ით შეფასდა. შედეგად, ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორში ნაპოლის ქართველი ვარსკვლავის უკვე ორი ბარათია ხელმისაწვდომი.
კომენტარები