Thumbnail
  • კარლსრუეს მწვრთნელი კარისტიან აიხნერი ბუდუ ზივზივაძით კმაყოფილია
  • KSC-ს დამრიგებელი ფიქრობს, რომ ბუდუმ ადაპტაცია კარგად გაიარა

კარლსრუეს მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ჰამბურგთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბუდუ ზივზივაძის შესახებაც ისაუბრა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართველი ფორვარდის ადაპტაციის პერიოდით კმაყოფილია. ის ამბობს, რომ ბუდუმ მოლოდინი გაამართლა.

კრისტიან აიხნერი: "მან ყველაფერი აჩვენა საიმისოდ, რომ მეტი სათამაშო დრო მიიღოს და ჩვენი მოლოდინი გაამართლა. გუნდთან შესაგუებლად დასჭირდა გარკვეული დრო, რამდენიმე ვარჯიში, მაგრამ ადაპტაციამ კარგად ჩაიარა. ზივზივაძე შეტევაში ახალ ვარიანტებს გვაძლევს. მომდევნო რამდენიმე კვირა გვიჩვენებს, რამდენი სათამაშო დროის გატარება შეუძლია მომავალში მოედანზე. კონკურენცია გუნდს ხელს უწყობს. ვინც უყურებს ვარჯიშებს, ადვილად შეამჩნევდა განსხვავებას მისი მოსვლის პირველი დღიდან დღემდე. დრო მივეცით და ჩვენს სათამაშო ფილოსოფიას გაეცნო, მისით კმაყოფილი ვარ. ის მაგონებს მის თანამემამულეს, რომელთან ერთად ვთამაშობდი (ალექსანდრე იაშვილი - რედ)".

ზივზივაძის დებიუტი როსტოკში, ჰანზასთან შედგა

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე კარლსრუეს იანვარში შეუერთდა. მან კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ბუდუს KSC-ში ოფიციალური დებიუტი წინა ტურში ჰქონდა, მანამდე მხოლოდ ერთ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დებიუტი კი ტრავმის გამო გადაედო, თუმცა, როგორც ვთქვით, ჰანზასთან ითამაშა.

კარლსრუეს ბოლო 4 მატჩი მოგებული აქვს, რის შედეგადაც 31 ქულით მე-9 ადგილზეა, ჰამბურგს კი 12 მარტს უმასპინძლებს.

Disable checkingPremium suggestions

კომენტარები

ბოლო ამბები