Thumbnail

'სტემფორდ ბრიჯს' დანგრევას უპირებენ - ბოელს დიდი გეგმები აქვს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ტობ ბოელს ახალი, უფრო დიდი სტადიონის აშენება სურს
  • ლონდონის ჩელსის ახალი არენა 1.7 მილიარდი ევრო დაუჯდება

ლონდონის ჩელსის ახალ მფლობელ ტოდ ბოელის დიდი გეგმები აქვს. ამერიკელის მიზანი "ლურჯებისთვის" ახალი სტადიონის აშენებაა. ინგლისური Telegraph-ის ინფორმაციით, ჩელსიში ახალი არენის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

წყაროს თანახმად, ინგლისურ კლუბში რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ყველაზე მეტად სავარაუდო ამჟამინდელი არენის, "სტემფორდ ბრიჯის" დანგრევა და მის ადგილზე ახალი სტადიონის აშენებაა, რომელიც ბოელს დაახლოებით 1.7 მილიარდი ევრო დაუჯდება.

"სტემფორდ ბრიჯი" 40 341 ადამიანს იტევს, რაც სხვა ტოპკლუბების არენებთან შედარებით, საგრძნობლად მცირე ტევადობაა. ტობ ბოელს სურს, რომ ახალი სტადიონი მინიმუმ 55 000 გულშემატკივარს იტევდეს. ამერიკელს სურს, ჩელსი, როგორც ბრენდი, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს.

"სტემფორდ ბრიჯის" დანგრევის გარდა, მისი გადიდება ან სულაც ახალი არენის სხვა ადგილზე აშენება განიხილება, თუმცა, ეს ვარიანტები ნაკლებად სავარაუდოა. ბოელი ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულებას დაახლოებით 2030 წლისთვის გეგმავს.

ტოდ ბოელმა, გუნდში მოსვლის შემდეგ, ჩელსიში ცვლილებები განახორციელა. გუნდიდან გაუშვა მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კი ახალი ფეხბურთელების მოყვანაზე საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა. ახლა, როგორც ჩანს, დღის წესრიგში ახალი სტადიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები