- ოლიმპი 98:91 მეგა
- დავით როგავას გუნდის მე-13 მოგება სუპერლიგაში
სუპერლიგის მორიგ ტურში დავით როგავას ოლიმპმა მეგას 7 ქულით აჯობა - 98:91. ოლიმპი ბოლო მეოთხედის წინ 2 ქულას აგებდა და გადამწყვეტ მეოთხედში მეტოქეს 9 ქულით მოუგო, რითიც სეზონში მე-13 გამარჯვება იზეიმა.
ოლიმპის მთავარ ლიდერს დრუ კუქსჰაუზენს ამ შეხვედრაშიც არ უთამაშია. დაისვენა. გუნდს ლინტონ აკლიესემ ულიდერა, რომელმაც 30 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელს, გივი ბაქრაძეს კარგი მატჩი ჰქონდა, მან შეხვედრა 18 ქულით, 2 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა. ლუკა კალატოზიშვილს ორმაგი დუბლი ჰქონდა - 14 ქულა და 10 მოხსნა.
როგავას გუნდი 29 ქულით სუპერლიგაში პირველ ადგილზეა. ოლიმპს სუპერლიგაში ზედიზედ 7 მოგება აქვს და მომდევნო ტურში მეათე ადგილზე მყოფ ტიტებთან ითამაშებს.
კომენტარები