Thumbnail
  • რეალი 3:1 ესპანიოლი
  • 19 მარტს ლა ლიგაში ელ კლასიკოა

ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩში რეალ მადრიდმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანიოლთან მატჩი შეატრიალა და 3:1 გაიმარჯვა. "სამეფო კლუბი" ხოსელუს გოლით აგებდა, თუმცა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ბრაზილიელებმა, ვინისიუსმა და ედერ მილიტაომ ანჩელოტის გუნდი დააწინაურეს. მატჩის მიწურულს კი გოლი შეცვლაზე შესულმა მარკო ასენსიომ გაიტანა. 

ეს შეხვედრა კოჭის ტრავმის გამო ქარიმ ბენზემამ გამოტოვა, არ ყოფილან არც ალაბა და მენდი. ედენ აზარი კი ზედიზედ მეექვსე მატჩში არ წამომდგარა სათადარიგოთა სკამიდან. რეალს 56 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა, ბარსელონას 6 ქულით ჩამორჩება და ლიდერს თამაში რეზერვში აქვს, ხოლო ატლეტიკოს 11 ქულით უსწრებს. 

19 მარტს სეზონის გადამწყვეტი მატჩია, "ელ კლასიკო" - ბარსელონა "კამპ ნოუზე" რეალს უმასპინძლებს. 

კარლო ანჩელოტი (რეალის მწვრთნელი): "დღეს უკეთ ვითამაშეთ დაცვაში ჩაკეტილი გუნდის წინააღმდეგ. უფრო მობილურები ვიყავით, განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე. სამი გოლი გავიტანეთ და მატჩის კონტროლი მაღალ დონეზე გვქონდა. ახლა მომავალი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია.
ძალიან მნიშვნელოვანი კვირა გველის: ჩემპიონთა ლიგა და კლასიკო. ამ მატჩებს შესანიშნავ განწყობაზე ვხვდებით. ლივერპულთან მატჩში ბევრი ხაფანგი გველის, რომლებიც თავიდან უნდა ავირიდოთ". 

საინტერესო ფაქტები

🟠 ტონი კროოსმა რეალის მაისურით მე-400 მატჩი ითამაშა (ყველა შეჯიბრება). ამ მაჩვენებლით ის კლუბში მე-6 ადგილზეა ლეგიონერთა შორის.

🟠 ხოსელუმ (ესპანიოლი) რეალის კარში ლა ლიგაში თავისი მე-8 გოლი გაიტანა. 21-ე საუკუნეში ამ მაჩვენებლით ის მეოთხე ადგილზეა სამუელ ეტო'ოსთან ერთად. ყველაზე მეტი გოლი რეალის კარში ამ საუკუნეში ლა ლიგაში, რა თქმა უნდა, ლიონელ მესის აქვს გატანილი - 18. 

🟠 ვინისიუს ჟუნიორმა (რეალი) ამ სეზონში ოფიციალურ მატჩებში 19 გოლი გაიტანა და ევროპის ტოპლიგებში ბრაზილიელთა შორის პირველ ადგილზე გადავიდა - ნეიმარი - 18 გოლი.

🟠 ედერ მილიტაომ (რეალი) ყველა გოლი ლა ლიგაში თავით გაიტანა - 6. ამ სეზონში მან 4 გოლი გაიტანა და თავით გოლებში ლა ლიგაში პირველ ადგილზეა. 

🟠 ლა ლიგის ამ სეზონში რეალზე მეტი ქულა მხოლოდ ჟირონამ მოიპოვა, მას შემდეგ, რაც მატჩის მიმდინარეობისას მარცხდებოდა - 10 და 12.

რეალი 3:1 ესპანიოლი

გოლები: 0:1 ხოსელუ (8. რუბენ სანჩესის პასით), 1:1 ვინისიუსი (22. კროოსის პასით), 2:1 მილიტაო (39. ჩუამენის პასით), 3:1 ასენსიო (90+3. ნაჩოს პასით)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ნაჩო, კამავინგა - მოდრიჩი (72. ასენსიო), ჩუამენი (74. რიუდიგერი), კროოსი (74. სებალიოსი) - ვალვერდე, როდრიგო, ვინისიუსი (90. ალვარო როდრიგესი). 

კომენტარები

ბოლო ამბები