Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიას სუპერგოლსა და ძალიან მაგარ თამაშს ატალანტასთან წარსულში ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი გამოეხმაურა, რომელიც ახლა საფეხბურთო ექსპერტია.

Ziggo Sport Voetbal-ზე ნაპოლის თამაშის გარჩევისას ლეგენდარულმა ფეხბურთელმა თქვა: "როცა ამ კადრს უყურებთ, ხედავთ, რომ ერთი ფეხბურთელი 8-ის წინააღმდეგ იბრძვის. შემდეგ კი ფიქრობთ, შეუძლებელია ეს იყოს სიმართლე, შეუძლებელია აქ გოლი გავიდეს, მაგრამ მას გოლი გააქვს". 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, გარდა ამისა, 13-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები