- ნიკა აბულაძე ექსეთერ ჩიფსის ღირსებას დაიცავს
- ქართველი მორაგბე გუნდში ორი წლით დარჩება
ბორჯღალოსნებისა და ''შავი ლომის'' მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფის ექსეთერ ჩიფსში გააგრძელებს. 27 წლის მორაგბე ბრიტანეთში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ ჩაფრინდება და გუნდში მიმდინარე სეზონის გარდა, მომდევნო ორ წელსაც გაატარებს. კლუბის დირექტორმა ქართველ მორაგბეზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აბულაძის სჯერა.
''მისგან კარგ შედეგებს ველი. ვისაც აბულაძის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება უნდა, ვურჩევ შემოდგომის ტესტ-მატჩებს შეხედოს, სადაც რამდენიმე შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ის ერთ-ერთი გამორჩეული იყო უელსთან მატჩში, რომელშიც შეცვლაზე შევიდა და მეტოქე შერკინებებში უდიდეს წნეხში მოაქცია. მისმა თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ნებისმიერი ქართველივით კარგია სტანდარტულ სიტუაციებში და ამასთან, ბევრად უფრო მოძრავია და ძლიერია ბურთით ხელში'', - განაცხადა ექსეთერის პრეზიდენტმა.
ექსეთერ ჩიფსს 152 წლიან ისტორია აქვს. გუნდი 2017 და 2020 წლებში გახდა ინგლისის პრემიერშიფის ჩემპიონი. მათ 2020 წელს ჩემპიონთა თასიც მოიგეს. ჩიფსი პრემიერშიფის მიმდინარე გათამაშებაში 16 თამაშიდან 43 ქულით მე-4 ადგილზეა. აბულაძის სანაკრებო დებიუტი 2022 წელს იტალიასთან შედგა. დღემდე მის ანგარიშზე 9 კეპია.
კომენტარები