Thumbnail

მერაბ დვალიშვილმა (16-4) რუსი პიოტრ იანი (16-5) UFC-ის საღამოს მთავარ ბრძოლაში გაანადგურა და პლუს, ორგანიზაციის რეკორდი თეიქდაუნების მცდელობებში დაამყარა. 

ქართველმა იანის პარტერში გადაყვანა 49-ჯერ სცადა! 49-ჯერ! აქამდე რეკორდი ორგანიზაციის მძიმე წონის ყოფილ ჩემპიონ კაინ ველასკესს (14-3) ეკუთვნოდა, რომელმაც ჟუნიორ დოს სანტოსის (21-10) წინააღმდეგ თეიქდაუნის 33 მცდელობა ჰქონდა. მერაბმა ამერიკელის მაჩვენებლით 16-ით გააუმჯობესა და ძნელი წარმოსადგენია ვინმემ ამ რეკორდის დამხობა მოახერხოს. 

ჯამში, დვალიშვილს UFC-ში 74 განხორციელებული თეიქდაუნი აქვს და ყველაზე მსუბუქი წონის 12-გზის ჩემპიონ დემეტრიუს ჯონსონს (31-4) გაუთანაბრდა. წინ მხოლოდ ერთი მებრძოლია - მსოფლიო MMA-ს ლეგენდა, ჯორჯ სენ-პიერი (26-2), რომელიც ქართველს 10 თეიქდაუნით უსწრებს. მერაბი 32 წლისაა, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა დარჩა და უდიდესი ალბათობით, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის რეკორდსაც მოხსნის.

კომენტარები

ბოლო ამბები