Thumbnail

UFC-ს ორგზის ჩემპიონი და თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მფლობელი (2008 წელი) ჰენრი სეხუდო მერაბ დვალიშვილისა და რუსი პიოტრ იანის ორთაბრძოლას გამოეხმაურა და ორგანიზაციის ხელმძღვანელ დანა უაითს მიმართა.

“ძვირფასო დანა უაით, მინდა, რომ UFC 288-ზე სარეზერვო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი მომიყვანოთ. საშუალება მომეცით ყველას განახოთ, რა შემიძლია მას დავმართო. საერთოდაც, მოდით ასე ვქნათ, სტერლინგსა და დვალიშვილს ერთ საღამოს შევებრძოლები. პრობლემა ესეც არაა. ორივე მომიყვანეთ”.

ცნობისთვის, 36 წლის ამერიკელი მებრძოლი UFC 288-ზე უმსუბუქეს წონაში ტიტულისთვის ალჯამეინ სტერლინგს შეერკინება. თავის მხრივ, დვალიშვილმა UFC Fight Night 221-ს მთავარ ორთაბრძოლაში პიოტრ იანს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა და ტიტულზე მე-2 პრეტენდენტად იქცა.

კომენტარები

ბოლო ამბები