Thumbnail

'ეს მერაბის დასასრული იქნება' - დანა უაითი დვალიშვილს დაემუქრა

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მერაბ დვალიშვილისა (16-4) და პიოტრ იანის (16-5) ბრძოლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ქართველი ალჯამეინ სტერლინგს (22-3) არ ეჩხუბება, ეს შესაძლოა მისი დასასრული აღმოჩნდეს. 

უაითს არ მოსწონს, რომ ქართველი საკუთარ მეგობართან ბრძოლის ჩატარებაზე უარს ამბობს და ამას არც მალავს. 

"დაუჯერებლად მაგარი ბრძოლა იყო. როგორც წესი, ასეთ ჩხუბებში მეტოქეს ტემპს პიოტრ იანის სთავაზობს, ამ საღამოს ეს მერაბმა გააკეთა და ბრწყინვალე პერფორმანსი აჩვენა. თან ისიც განსაკუთრებულია, რომ დვალიშვილმა კარიერაში პირველად იჩხუბა 5 რაუნდი. 

ის ფაქტი, რომ მერაბი ალჯოს არ ეჩხუბება, ნამდვილად არ მომწონს. ამას წინათ ვიღაცას ვეუბნებოდი, ასეთი რაღაცები აღარ უნდა გავაკეთოთ. გარკვეული ხნის წინ სავარჯიშო ბანაკები მრავალრიცხოვანი არ იყო და მებრძოლებს დიდი არჩევანი არ ჰქონდათ, ამიტომ ხშირად წუწუნებდნენ, ეს ჩემი მეგობარია, ის ჩემი მეგობარია. შეგიძლია იჩხუბო, თუმცა მეგობრობაზე უარი არ თქვა. მერაბისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუ იმ გზას აირჩევს, რაც თქვა (დაელოდება, როდის გადავა სტერლინგი სხვა წონაში). უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდა: სურს დვალიშვილს ტიტულზე ჩხუბი თუ ურჩევნია რეიტინგში მის უკან მყოფი სპორტსმენები გადაახტნენ?! რა უნდა, მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლებს უბრალოდ ეჩხუბოს, როცა პრეტენდენტთა სიაში პირველია და სატიტულო მატჩზე უარს ამბობს?! ყველაფერი მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, თუ ის სურს, რაც თქვა, მაშინ ეს მისი ისტორიის დასასრული იქნება, ოღონდ არა კარგი დასასრული. მერაბი დიდი ბიჭია, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს," - განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა. 

სანამ დანა დვალიშვილს დაემუქრებოდა, “ქართველმა მანქანამ” პიოტრ იანი, უბრალოდ, გააქრო. რუსმა კარიერაში პირველად წააგო ისე, რომ ჩხუბის დროს ერთი რაუნდის მოგებაც ვერ მოახერხა. აქამდე, იანის 4 მარცხიდან ყველა საკამათო იყო, მერაბმა კი სიტყვა შეასრულა და ამპარტავანი მებრძოლი თავმდაბალ რუს ბიჭად აქცია.

კომენტარები

ბოლო ამბები