Thumbnail
  • 📅 19 მარტი | ⌚ 23:00 | 🏟 ბადახოსი | 🏉 საქართველო V პორტუგალია | 📺 Rugby TV
  • ბორჯღალოსნები ტურნირზე საიუბილეო მე-100 გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის გათამაშების ფინალისთვის, რომელშიც ბორჯღალოსნების მეტოქე პორტუგალია იქნება.

ნახევარფინალში რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ, შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილებაა. ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა და ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ვერ ითამაშებს ინგლისური გლოსთერის შუამარბი გიორგი კვესელაძე. სამაგიეროდ, ტრავმა მოიშუშა და პორტუგალიასთან თამაშისთვის მოემზადება ფრანგული პოს მესამეხაზელი ბექა გორგაძე.

“სამწუხაროდ, კვესელაძის ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. მას რვიდან თორმეტ კვირამდე გაუცდება და ფაქტობრივად სეზონი დაასრულა, რაც ძალიან სამწუხაროა. ახლა, მთავარია რეაბილიტაციის პროცესი კარგად წარიმართოს, რათა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ პერიოდს მზადყოფნაში შეხვდეს. ტრავმირებული მოთამაშეთაგან დაგვიბრუნდა ბექა გორგაძე. მთლიანობაში, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ფინალს ოპტიმალური შემადგენლობით ვხვდებით“, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები ლობუშს 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი მორაგბეები საჩემიონო თასს მეთხუთმეტედ შემართავენ. საინტერესოა ისიც, რომ ბორჯღალოსნებს ტურნირის ისტორიაში 117-დან 99 მატჩი აქვთ მოგებული, ამდენად, კიდევ ერთი გამარჯვება საიუბილეო იქნება.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან მატჩისთვის

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი, 36 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (ექსეთერი, 9 კეპი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 3 კეპი); ბექა გიგაშვილი (ტულონი, 33 კეპი, 15 ქულა), გურამ პაპიძე (პო, 8 კეპი, 5 ქულა), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 2 კეპი, 5 ქულა);
კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 96 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 29 კეპი, 30 ქულა), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 2 კეპი);
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 81 კეპი, 15 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 45 კეპი, 5 ქულა), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 9 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 2 კეპი);
მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 39 კეპი, 50 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 35 კეპი, 15 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 28 კეპი, 30 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 21 კეპი, 25 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 19 კეპი, 20 ქულა), ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 55 ქულა);
ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 74 კეპი, 73 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 44 კეპი, 27 ქულა), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 1 კეპი); თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 41 კეპი, 329 ქულა), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 6 კეპი, 36 ქულა);
ცენტრები: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 80 ქულა, კაპ.), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 24 კეპი, 5 ქულა), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 2 კეპი);
ფრთები: სანდრო თოდუა (შავი ლომი, 106 კეპი, 90 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 27 კეპი, 125 ქულა), ოთარ ლაშხი (შავი ლომი, 1 კეპი, 5 ქულა);
ფულბეკები: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 95 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 20 კეპი, 43 ქულა).

Rugby Europe-ის ჩემპიონატში მე-100 გამარჯვებისთვის ვემზადებით 💪 19 მარტს, 23 საათზე ბორჯღალოსნები ფინალში პორტუგალიას, ბადახოსში (ესპანეთი) ერკინებიან 🏆 ფინალის ბილეთები შეიძინე აქ 👉 https://cutt.ly/K82QShl

Posted by Georgian Rugby on Sunday, March 12, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები