Thumbnail

'ვერ ვმოძრაობდი' - დვალიშვილთან მარცხის შემდეგ იანი თავს ასე იმართლებს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილთან განცდილ მარცხზე დაწერა
  • რუსი მებრძოლის თქმით, ბრძოლისთვის მზად არ იყო

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა (16-5) მერაბ დვალიშვილთან (16-4) წაგების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა და სპეციალური ტექსტი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. 

იანი წერს, რომ მატჩის წინა დღეებში თავს კარგად არ გრძნობდა, მაგრამ ბრძოლა მაინც არ გააუქმა. აი, მისი პოსტი:

"კვირას, 12 მარტს ჩემი ჩხუბი გაიმართა, რომელშიც დავმარცხდი. გულდასაწყვეტია, მტკივნეულია მომხდარის გაანალიზება, მაგრამ რაც მოხდა, იმას ვერ შევცვლით! მოსამზადებელი პროცესით საერთო ჯამში კმაყოფილი დავრჩი. რამდენიმე შემაფერხებელი ფაქტორი იყო, თუმცა ვფიქრობდი და მჯეროდა, რომ გადავლახავდი. აშშ-ში ჩამოფრენიდან რამდენიმე დღეში ვარჯიში დავიწყე და ვიგრძენი - ფიზიოთერაპია აუცილებლად მჭირდებოდა. ერთი კვირა სეანსებს ყოველდღე გავდიოდი და მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ბრძოლამდე 1 კვირით ადრე 5X5-ზე სტეიკის ხორცი მომცეს, ბრწყინვალედ ვსუნთქავდი და წონის დაკლების პროცესიც დავიწყე. ჩხუბის გაუქმებაზე არც მიფიქრია, რადგან უკვე საომარ ველზე გახლდით! ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი იყო, რომ არც მოძრაობა შემეძლო და არც დარტყმა. დაცვაში ყოფნა მომიწია! ვიცი, უკეთ ბრძოლა შემიძლია! გადატვირთვა მჭირდება, გარკვეული კორექტივების შეტანა. ფოტო ტაილანდშია გადაღებული, გაფრენამდე 7 დღით ადრე - მაშინ ვფიქრობდი, რომ ცაში აფრენა შემეძლო. ყველას მადლობა ყურადღებისა და გაგებისთვის, სადღესასწაულო დღეები ისევ გვექნება," - დაწერა რუსმა. 

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-9 ბრძოლა მოიგო და ხვალ, 14 მარტს, ორგანიზაციის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მეორე ადგილზე ამაღლდება. ქართველმა სიტყვა შეასრულა - იანი ჩხუბის შემდეგ აშკარად თავმდაბალი გახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები