Thumbnail
  • სტრუმიცა 72:79 გოსტივარი
  • ქართველმა ლეგიონერმა MVP-ს ტიტული მოიპოვა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი კორსანტიამ, რომელიც გოსტივარის ღირსებას იცავს, ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

სუპერლიგის მე-18ტურში კორსანტიას კლუბმა სტუმრად აუტსაიდერ სტრუმიცას 79:72 სძლია (გასვლაზე გასული წლის 5 ნოემბრის შემდეგ პირველად იმარჯვა), ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი 34:25 წუთში 19 ქულა, 20 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

კორსანტიამ 14-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელიც გახდა.

გოსტივარმა 11 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. კორსანტიას კლუბი საპლეიოფო ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და მიზნის მიღწევის საკმაოდ კარგი შანსიც აქვს, რადგანაც მე-3 პოზიციაზე მყოფ TFT-ს მხოლოდ 1 წაგებით ნაკლები აქვს. გოსტივარი მომდევნო მატჩს 18 მარტს, შინ, კუმანოვოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები