Thumbnail

კრილოვი: დვალიშვილს ჩხუბი უნდოდა, მე კი ვუთხარი, რომ ბავშვებს არ ვურტყამდი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

UFC-ს რუსი მებრძოლი ნიკიტა კრილოვი მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ორთაბრძოლის წინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და ქართველი სპორტსმენი აგდებულად მოიხსენია. კრილოვის კომენტარი რუსულმა Match TV-მ გაავრცელა.

“ძალიან დასანანია, რომ პიოტრი ასე გამოვიდა. წაგებაში კატასტროფული არაფერია, გული იმაზე მწყდება, რომ ამგვარ პერსონაჟთან დამარცხდა. მერაბი ხომ აწონვის დროს ჩემზე თავდასხმას ცდილობდა. დვალიშვილსა და იანს face to face ჰქონდათ, როდესაც ერთმანეთზე გაიწიეს და მერაბი პიოტრს გაეკიდა, თუმცა, დაინახა, რომ მის გაკავებას არავინ აპირებდა და გაჩერდა. მე ინგლისურად ვკითხე: “რატომ გაჩერდი?”, მან კი ყვირილი დამიწყო, რომ ვითომ ჩემთან ჩხუბი სურდა. მაშინ ვუთხარი, რომ ზოგადად, ბავშვებს არ ვურტყამდი”.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი 61.2 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, კრილოვი კი – 93 კგ-მდე წონაში. UFC Fight Night 221-ზე ორივე მებრძოლმა გამარჯვება იზეიმა. დვალიშვილმა ხსენებული იანი დაამარცხა, კრილოვმა კი რაიან სპენს სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები