- საქართველო 7:17 საბერძნეთი
- საქართველოს ნაკრებს 4 თამაშიდან 1 გამარჯვება აქვს
მონტენეგროში, წყალბურთელთა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩი გამართა და მესამე მარცხი იგემა. ამჯერად, ეროვნულმა გუნდმა დიდი სხვაობით საბერძნეთთან დათმო - 7:17. ასე თუ ისე, თანაბარი პირველი და მესამე მეოთხედები იყო (ბერძნებმა ერთნაირი ანგარიშით - 3:2 მოიგეს). ყველაფერი კი მეორეში გადაწყდა, როცა 2:2-დან საბერძნეთის უპირატესობა 9:3 გახდა.
B ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 1 მოგება და 3 მარცხი აქვს და 14 მარტს კიდევ ერთ ფავორიტს, სერბეთს ხვდება. სუპერფინალში, რომელიც ზაფხულში ლოს ანჯელესში გაიმართება, ჯგუფიდან 3 საუკეთესო გუნდი გადის, ბოლო, მე-6 ადგილზე გასული კი მეორე დივიზიონში დაქვეითდება.
კომენტარები