- რუს პიოტრ იანთან გამარჯვება 32 წლის ქართველი მებრძოლის რეიტინგზე აისახა
- მერაბ დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის პირველი ნომერია
- დიდი ქართული გამარჯვება რუსზე! როგორ გაანადგურა დვალიშვილმა იანი
UFC-მ რეიტინგები განაახლა და როგორც მოსალოდნელი იყო, სუპერმსუბუქ წონაში დაწინაურდა მერაბ დვალიშვილი.
32 წლის "ქართველი მანქანა", რომელიც აქამდე თავის დივიზიონში მესამე ადგილს იკავებდა, პიოტრ იანთან გამარჯვების შემდეგ 2 საფეხურით ამაღლდა და ამჟამად პირველი ნომერია. აღსანიშნავია, რომ დივიზიონში პირველი პოზიცია საუკეთესო შედეგია არამხოლოდ მერაბისთვის. აქამდე UFC-ს რეიტინგში ასეთი მაღალი ადგილი არცერთ ქართველ მებრძოლს ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო შეხვედრა 12 მარტს (თბილისის დროით), ლას ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის, რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ გაიმართა. UFC Fight Night 221-ის მთავარი ბრძოლა ხუთ რაუნდს გაგრძელდა და ქართველი მებრძოლის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრის მფლობელი, მერაბის ამერიკელი მეგობარი ალჯამეინ სტერლინგია. დვალიშვილის აღზევების შემდეგ, დივიზიონში მეორე პოზიციაზე დაეშვა შონ ო'მალი, ხოლო პიოტრ იანი - მეოთხემდე, მესამე ადგილს კი მარლონ ვიერა იკავებს.

მერაბ დვალიშვილს MMA-ში 20 ორთაბრძოლიდან 16 აქვს მოგებული, 4-ში კი დამარცხდა. ქართველი მებრძოლის ანგარიშზე UFC-ში 11 ბრძოლაა, საიდანაც ბოლო 9-ში მოგებული გამოვიდა.
კომენტარები