Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევს ნორვეგიასთან მატჩით დაიწყებს
  • მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ნორვეგიის ეროვნულ გუნდს 28 მარტს, ბათუმში დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია ნორვეგიის ნაკრების 26-კაციანი განაცხადი. სტალე სოლბაკენმა დაასახელა შემადგენლობა, რომლითაც ნორვეგია ესპანეთისა (25 მარტს) და საქართველოს ნაკრებებს (28 მარტი) დაუპირისპირდება.

განაცხადში არიან ნორვეგიელთა მთავარი ვარსკლავები: ერლინგ ჰაალანდი და მარტინ ოდეგორი. გარდა ამისა, შემადგენლობაშია ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ნაპოლიდან, ლეო ოსტიგორი და ზურიკო დავითაშვილის თანაგუნდელი ბორდოდან, სტიან გრეგერსენი.

"სამწვრთნელო შტაბმა ბევრი თამაში ვნახეთ და კარგი ანალიზი გავაკეთეთ. 35-40 ფეხბურთელი შევაფასეთ და საბოლოოდ 26 მოთამაშე გამოვიძახეთ. გვჯერა, რომ ორი თამაშისთვის საჭირო კონკურენტუნარიანი შემადგენლობა შევარჩიეთ. მოუთმენლად ველოდებით შეკრების დაწყებას", - თქვა სტალე სოლბაკენმა.

ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ორიან ნილანდი (ლაიპციგი). იაკობ კარლსტრიომი (მიოლდე), ეგილ სელვიკი (ჰაუგესუნი).

მცველები: კრისტოფერ აიერი (ბრენტფორდი), ბირგერ მელინგი (რენი), სტიან გრეგერსენი (ბორდო), ანდრეას ჰანჩე-ოლსენი (მაინცი), მარკუს პედერსენი (ფეიენოორდი), იულიან რიერსონი (დორტმუნდი), სტეფან სტრანდბერგი (ვალერენგა), ლეო ოსტიგორი (ნაპოლი).

ნახევარმცველები: ფრედრიკ აურსნესი (ბენფიკა), პატრიკ ბერგი (ბოდო გლიმტი), სანდერ ბერგე (შეფილდ იუნაიტედი), ოლა ბრინდჰილდესნი (მიოლდე), მატს მიოლერ დაელი (ნიურნბერგი), მოჰამედ ელიონუსი (საუთჰემპტონი), ოლა სოლბაკენი (რომა), მორტენ თორსბი (უნიონ ბერლინი), კრისტიან თორსტვეიდტი (სასუოლო), უგო ვეტლესენი (ბოდო გლიმტი), მარტინ ოდეგორი (არსენალი).

თავდამსხმელები: ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი), იორგენ სტრანდ ლარსენი (სელტა), ალეკსანდერ სორლოთი (სოსიედადი).

საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან ისტორიაში 3-ჯერ აქვს ნათამაშები და ყველა მატჩი მეტოქემ მოიგო: 1996 წელს ამხანაგურ შეხვედრაში (1:0), 1999 წელს კი ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე (4:1 და 1:0).

კომენტარები

ბოლო ამბები