Thumbnail

ჭიდაობა | 2 ვერცხლის მედალი 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი შოთაძემა და გიორგი ცოფურაშვილმა გადამწყვეტი ორთაბრძოლები წააგეს
  • ხვალ მედლები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდება

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს პირველი მედლები გათამაშდა და კვარცხლბეკზე ქართველი ფალავნებიც ავიდნენ. ვერცხლის მედლების მოპოვება გიორგი შოთაძემა (63 კგ.) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ.) მოახერხეს.

შოთაძე გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ფინელ ტინო ტაპიო ოიალას გაეჯიბრა და 4:5 წააგო, ხოლო ცოფურაშვილი უკრაინელ მიხაილო ვიშნივეცკისთან 1:4 დამარცხდა. დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა ხვიჩა ანანიძე (77 კგ.), თუმცა, გერმანელ დენი ნაკაევთან 1:9 წააგო.

გიორგი ცოფურაშვილი ფინალში დამარცხდა

ხვალ, ჩემპიონთა ვინაობა დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდება. ფინალშია გასული და ოქროს აღებას ეცდება დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.), რომლის მეტოქეც თურქი მუსტაფა ილდირიმი იქნება.

ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ.), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ.) და საბა მამალაძე (82 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები