Thumbnail
  • სან ანტონიო სპურსი 132:114 ორლანდო მეჯიქი
  • გოგა ბითაძე არ ათამაშეს, სანდრო მამუკელაშვილმა 7 ქულა დააგროვა
  • ამ მარცხის შემდეგ ორლანდომ Play-In ალბათ უნდა დაივიწყოს

ორლანდო მეჯიქს Play-In-ში მოხვედის ამბიცია ჰქონდა და შეიძლება ვინმემ თქვას, რომ კიდევ აქვს, მაგრამ ამ მიზანს მიღწევა, დიდი ალბათობით, ამ მარცხის შემდეგ მაინც აღარ უწერია.

გოგა ბითაძის ახალი გუნდი გამთენიისას სანდრო მამუკელაშვილის ახალ გუნდს, სან ანტონიოს სტუმრობდა და ამ წაგების (114:132) შემდეგ, მეჯიქის ჩამორჩენა მე-10 ადგილთან უკვე 4 თამაშს შეადგენს, რაც სეზონის ამ სტადიაზე ძალიან ბევრია.

ბითაძე არ ათამაშეს, ორლანდოში მეტწილად სტარტერები დაიტვირთნენ. ორლანდოდან საუკეთესო იტალიელი პაოლო ბანკერო გახლდათ 27 ქულით (11/21). ბითაძის კონკურენტმა და მეჯიქის ძირითადმა ცენტრმა ვენდელ კარტერმა 16 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

სან ანტონიოს მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა კი მამუკელაშვილს 21:29 წუთი მისცა. სანდრომ ამ დროში 7 ქულის დაგროვება შეძლო: ორი სამქულიანი ჩააგდო და ერთი საჯარიმო. ჯამში მამუს 5 სროლა ჰქონდა (2/5), აქედან 4 სამიანი (2/4). საჯარიმოებიდან კი 2-დან 1 ჩააგდო. მის აქტივშია ასევე 7 მოხსნა (5 დაცვაში, 2 შეტევაში) და 3 ასისტიც. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ორჯერ დაკარგა, +/- კოეფიციენტი კი -3 გამოუვიდა.


სპურსიდან ძალიან კარგი იყო ახალბედა ჯერემი სოხანი - 29 ქულით (11/19) და 11 მოხსნით. აღსანიშნავია, რომ სან ანტონიომ 22 სამქულიანი ჩააგდო, რაც კლუბის ახალი რეკორდია. 11 გამოყენებული მოთამაშიდან ცხრამ მინიმუმ ერთი სამიანი ჩააგდო. ყველაზე მეტი დუგ მაკდერმოტს ჰქონდა (15 ქულა, 5/8 სამქულიანი). ცენტრ ზაკ კოლინზს სამქულიანებში სულაც 100-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა (25 ქულა, 3/3 სამქულიანებში).

კომენტარები

ბოლო ამბები