Thumbnail

რუსები და ბელარუსები ოლიმპიადაზე - პარიზის მერის პრინციპული პოზიცია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებში ვერ გამოდიან
  • სოკ-ი მათი დაბრუნების შესაძლებლობას ნეიტრალური სტატუსით  განიხილავს
  • სოკ-ის განზრახვას პარიზის მერი ან იდალგო გამოეხმაურა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის იდეას, რომელიც 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებას ითვალისწინებს, თამაშების მასპინძელი პარიზის მერი, ან იდალგო გამოეხმაურა. 

პარიზის მერი, რომლისთვისაც მიუღებელია რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნაციონალური დროშებით ოლიპიადაზე დაშვებ, ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მსგავსი რამ არ მოხდეს. 

"ვერ წარმომიდგენია, რომ მათ (სოკ-ი) ასეთ გადაწყვეტილების (თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ჩვეულებრივი სტატუსით დაშვება) მიღება შეუძლიათ. წამითაც ვერ ვუშვებ, რომ სოკ-ი ასეთ კვალს დატოვებს. გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, რომ ეს არ მოხდეს. 

ახლავე უნდა ვიმოქმედოთ. ის ფაქტი, რომ სოკ-მა ამ ილიმპიადის ჩასატარებლად პარიზი აირჩია, ძალიან სიმბოლურია, რადგან ეს ადამიანის უფლებების დედაქალაქია. ეს არის დედაქალაქი, სადაც საფრანგეთის რევოლუციის პერიოდიდან მოყოლებული, ადამიანის უფლებათა ყველა უნივერსალური დეკლარაცია დაიწერა. ეს არის ქვეყანა და ქალაქი, რომლებიც თვალს ვერ დახუჭავენ, როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება", - აქვეყნებს იდალგოს სიტყვებს ფრანგული მედია. 

პარიზის მერი რუსეთთან ომში ჩაბმულ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

შეგახსენებთ, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში გამოსვლა, როგორც აგრესორი ქვეყნის და მისი მხარდამჭერი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეუზღუდეს. ამ წლის 25 იანვარს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი გამოვიდა ინიციატივით, რათა რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში ნეიტრალური სტატუსით გამოსვლის უფლება მიეცეთ.

ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები საფრანგეთის დედაქალაქში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები