- ქართველმა სუმოისტმა იაპონელი ტოჰაკურიუ ჰატაკიკომით დაამარცხა
- ოსაკაში ტოჩინოშინის მაჩვენებელი 1 მოგება და 3 მარცხია
ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა 35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე სუპერტურნირზე განცდილი 3 მარცხის შემდეგ, პირველი გამარჯვება იზეიმა.
ქართველი სეკიტორი რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ამჯერად იაპონელ ტოჰაკურიუს (დასავლეთის პირველი ნომერი) გაეჯიბრა და ჰატაკიკომით სძლია. ტოჩინოშინმა 26 წლის მეტოქეს წონასწორობა დააკარგვინა და დოჰიოზე დაქაჩვის წყალობით, გამარჯვება იზეიმა.
უკვე ცნობილია, რომ ჰარუ ბაშოს მე-5 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე აღმოსავლეთის პირველი ნომერი ასანოიამა იქნება. ტოჩინოშინი 29 წლის იაპონელს კარიერაში 7-ჯერ შეხვედრია და უარყოფითი ბალანსი აქვს – 2 მოგება, 5 მარცხი.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ქართველი სეკიტორი ჯურიოში დასავლეთის მე-2 ნომროს სტატუსით ირჯება და 9 მოგების შემთხვევაში, მაკუუჩი დივიზიონს გარანტირებულად დაუბრუნდება, თუმცა, შესაძლოა, მიზნის მისაღწევად მინიმალური კაჩი-კოშიც (დადებითი ბალანსი, 8-7) ეყოს.
კომენტარები