Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას ჩუტყვავილას ვირუსი ჰქონდა და 3 მატჩი გამოტოვა
  • ქართველი კალათბურთელის დაბრუნებას 16 მარტს მონაკოსთან ელიან

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური ვირტუს ბოლონიას კალათბურთელი თორნიკე შენგელია მომჯობინდა და დიდი ალბათობით, ევროლიგის მორიგ ტურში ითამაშებს. ამის შესახებ Il Resto del Carlino წერს:

“თოკო შენგელიას ორშაბათს გაუვიდა კარანტინის ვადა, რაც ჩუტყვავილას ვირუსით იყო გამოწვეული. გუშინ მან გუნდთან ერთად ივარჯიშა, ასე რომ, წესით თამაშში ხელი აღარაფერმა უნდა შეუშალოს”.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ბოლონიელთა მაისურით ბოლოს 5 მარტს სერია A-ში ტორტონასთან ითამაშა, შემდეგ კი, ევროლიგაში პარტიზანთანა და ალბასთან მატჩები გამოტოვა და არც იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ვენეციასთან შეხვედრაში გამოჩენილა.

ვირტუსს ევროლიგის მომდევნო თამაში 16 მარტს ელის, როდესაც საფრანგეთში მონაკოს დაუპირისპირდება. შენგელიას გუნდისთვის ყველა მომდევნო მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც 28 ტურში 13 მოგება აქვს და საპლეიოფო ზონას 2 გამარჯვებით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები