- ნიგერიელი ჩარლზ ბასი სან ანტონიოს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება
- მამუკელაშვილის სამიანები და 7-7 ბითაძის ორლანდოსთან
ორლანდო მეჯიქთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო ნიგერიელმა ფორვარდმა ჩარლზ ბასიმ, რომელიც უახლოეს მატჩებში ნამდვილად ვერ დაეხმარება გუნდს. ბასი მძიმე ფორვარდია, რომელიც ცენტრის პოზიციაზეც თამაშობს. ასე რომ, გუნდში მისი უშუალო კონკურენტი სანდრო მამუკელაშვილია.

San Antonio Express-News-ის ინფორმაციით, ეს ფაქტი სანდროს სათამაშო დროს გაზრდის: "თუკი ბასის დამატებით დროის გამოტოვება მოუწებს, სპურსი აქცენტს სანდრო მამუკელაშვილზე გააკეთებს", წერს გამოცემა.
მას მერე, რაც ბასიმ ტრავმა მიიღო, გრეგ პოპოვიჩმა ორლანდოსთან მატჩში აქცენტი მართლაც სანდრო მამუკელაშვილზე გააკეთა. ქართველმა ფორვარდმა ჯამში 21:29 წუთი ითამაშა, რაც მისთვის ახალ გუნდში რეკორდია.
ბასი ბოლო 10 მატჩში საშუალოდ 8.5 ქულას, 6.8 მოხსნას, 1.6 პასს და 1.0 დაფარებას აკეთებდა. ის საშუალოდ 17 წუთს თამაშობდა მატჩში.
23 წლის სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიომ მას მერე აიყვანა, რაც ის მილუოკი ბაქსმა გუნდიდან გაუშვა. თუკი მილუოკიში სანდრო მხოლოდ 9.6 წუთს თამაშობდა საშუალოდ, სპურსში მას შანსი ეძლევა (16.8) და იყენებს კიდეც. სან ანტონიოში მამუკელაშვილი საშუალოდ 7.2 ქულას, 4.8 მოხსნას და 1.0 პასს აკეთებს (3.2 ქულა, 2.1 მოხსნა და 0.6 პასი მილუოკიში). გოგა ბითაძის ორლანდოსთან სანდროს ანგარიშზე 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო.
სან ანტონიო 16 მარტს (04:30 თბილისის დროით) დალას მავერიკს უმასპინძლებს. პოპოვიჩის გუნდს 68 თამაშში 18-50 ბალანსი აქვს და პლეი ოფზე პრეტენზიას აღარ აცხადებს. მამუს თავის გამოსაჩენად კიდევ 14 თამაში რჩება სეზონში.
კომენტარები