- ოლიმპი 92:85 კავკასია
- გივი ბაქრაძემ კავკასიასთან 35 ქულა ჩააგდო, მან 13-დან 8 სამქულიანი გამოიყენა
საქართველოს საკალათბურთო თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე ოლიმპი კავკასიას შეხვდა და 7 ქულით მოიგო. პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა - 24:24. ოლიმპმა პირველი ტაიმი 6 ქულით მოიგო, მაგრამ კავკასიამ მესამე პერიოდში ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.
გადამწყვეტ მეოთხედში დავით როგავას კალათბურთელებმა მეტოქეს ისევ აჯობეს და მატჩი 92:85 მოიგეს. გივი ბაქრაძეს საოცარი მატჩი ჰქონდა. მან 7-დან 4 ორქულიანი, 13-დან 8 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მატჩი 35 ქულით, 2 მოხსნით, 11 პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.
კავკასიას აიზია ელისმა ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლით დაასრულა მატჩი - 25 ქულა და 14 მოხსნა. ოლიმპის რიგებში ორმაგი დუბლი გიორგი ტურძილაძესაც ჰქონდა, რომელმაც 12 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. საპასუხო მატჩი თასზე 22 მარტს გაიმართება, კავკასიას მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 8 ქულით მოგება სჭირდება.
კომენტარები