- მურსია 82:67 ტენერიფე
- გიორგი შერმადინის ტენერიფე მაკფადენის მურსიასთან დამარცხდა, თუმცა ჯგუფის ლიდერია
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის მურისამ გიორგი შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლა და მეტოქე მარტივად დაამარცხა. მურსიას მოთამაშეებმა პირველი სამი მეოთხედი მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 25 ქულას იგებდნენ (67:42). საბოლოოდ, მურსიამ ტენერიფეს 15 ქულით მოუგო - 82:67.
გიორგი შერმადინმა პარკეტზე 19:59 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულას, 4 მოხსნას და ერთ პასს მოუყარა თავი. გიორგიმ 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კალათბურთელს, თად მაკფადენს 4 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა.
მურსიამ ამ მოგებით დარუშაფაქას გადაასწრო და ჯგუფში 8 ქულით მეორე ადგილზეა. ტენერიფე 9 ქულით ჯგუფის ლიდერია და ბოლო ტურში დარუშაფაქას უმასპინძლებს.
კომენტარები